Thursday, June 20, 2019

სასწავლო რესურსი







რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
ჩემ მიერ შექმნილი რესურსი „იღბლიანი მეთევზე“ ვიზუალურად ქმნის თევზების საარსებო გარემოს ასოციაციას-გაფორმებულია წყლის ბინადართა გამოსახულებებით. მასში მოთავსებულია მუყაოსაგან გამოჭრილი „თევზები“, რომელთაც თვალებად ჩასმული აქვთ თუნუქის წერტილები, მეორე მხრიდან მიწებებულ პატარა ჯიბაკებში კი დევს დავალებები:კითხვები,რებუსი, კროსვორდი ,სიტყვა და სხვა. რესურსს თან ახლავს „ანკესი-მაგნიტი“.
მოსწავლე „ უშვებს  წყალში ანკესს, იჭერს თევზს“,იღებს დავალების ფურცელს და ასრულებს შესაბამის დავალებას.მასწავლებელი ჯიბაკში დებს ახალ დავალებას და თევზს აბრუნებს წყალში. იღბლიანია ის „მეთევზე“,რომელიც ყველაზე მეტ დავალებას შეასრულებს უშეცდომოდ.
მცირე მოდიფიკაციის შემთხვევაში  შეიძლება რესურსის გამოყენება დაწყებით კლასებში სხვადასხვა საგანში (ქართული, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება, მუსიკა....).
                                                                                                                



       რესურსის რეფლექსია
     სწავლების  პირველივე საფეხურზე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ იმახსოვრებს მოსწავლე შეძენილ ცოდნას  და როგორ იყენებს მას საჭირო შემთხვევაში.სწორედ ამ საკითხის გარკვევის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება არის ჩემთვის რესურსი „იღბლიანი  მეთევზე“.
    ვფიქრობ, რესურსი ვიზუალურად და შინაარსობრივად გამართულია, ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინტერესებს და საჭიროებებს, მჭიდროდ არის დაკავშირებული საგაკვეთილო პროცესთან, შეესაბამება სასწავლო მიზნებს.
    რესურსი არის ინტერაქტიური, მას ვიყენებ თამაშის სახით, რადგან გამიზნული ასაკობრივი ჯგუფისთვის (დ/კლასები) სწავლებაში თამაშის ელემენტების ჩართვა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს უწყობს მათ მაქსიმალურ ჩართულობას, უფრო სახალისოს ხდის სამუშაო პროცესს.
   რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. კერძოდ,ეხმარება სააზროვნო, ლოგიკური,დასკვნების გამოტანის, საკუთარი აზრის გამოხატვის, თვითშეფასებისა და სხვა უნარების გამომუშავებაში. შესაძლებელია რესურსის გამოყენება სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად. ის ეხმარება მასწავლებელსაც და მოსწავლესაც როგორც წარმატებისა და  ხარვეზის გამოვლენაში, ასევე პრობლემის მოგვარების გზების დასახვაში.
(რესურსის ამსახველი ფოტომასალა თან ახლავს)

 








საზაფხულო სკოლა


საზაფხულო სკოლის განაცხადი
    2018 წლის 18 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით ღვანკითის საჯარო სკოლაში  ფუნქციონირებას იწყებს საზაფხულო სკოლა. ხელმძღვანელი დ/კლასების მასწავლებელი ნინო გოგიაშვილი.
   სკოლაში  მიიღებიან მე-3 კლასის მოსწავლეები.
   საზაფხულო სკოლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.სამუშაო პროგრამა მოიცავს მათემატიკის საგნობრივ სტანდარტს და ითვალისწინებს მოსწავლეებში ამოცანების გააზრებისა და  ეფექტური ხერხებით მათი ამოხსნის უნარების განვითარებას.ასევე პროგრამაში შეტანილია მათემატიკური თამაშები,რებუსები, კროსვორდები ,შემაჯამებელი ტესტები, ზოგი რამ მათემატიკის ისტორიიდან და სხვა საინტერესო საკითხები,რომლებიც უფრო სახალისოს გახდის მათემატიკის სწავლებას.
      სკოლის ფუნქციონირების ვადა:  10 დღე.
       დასვენების დღეები: შაბათი, კვირა.
 დ ღ ი ს რ ე ჟ ი მ ი : მეცადინეობის დაწყება-10 სთ
                                                                 დამთავრება-12 სთ
                                                                  შესვენება-15 წთ

                                             ნინო გოგიაშვილი   T: 577 65 35 37
                                                                             2018 წ  31 მაისი.



საზაფხულო სკოლის პროგრამა
                                               ხელმძღვანელი-ნ. გოგიაშვილი
                                                            საგანი-მათემატიკა
                                                             სამიზნე ჯგუფი-მე-3 კლასი

1-ლი დღე                                                                                                    საკითხი:   საზაფხულო სკოლის მუშაობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების  განხილვა.  
აქტივობები :1. სკოლის გახსნა.
                        2. სკოლის სამუშაო პროგრამისა და დღის რეჟიმის განხილვა-დამტკიცება.
                         3.ამოცანების სწავლების მნიშვნელობა მოსწავლის სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებაში.
                         3.ამოცანების ტიპები და ამოხსნის მეთოდები.


მე-2 დღე
საკითხი :ამოცანები უკუსვლის მეთოდით.
აქტივობები : 1.ამოცანების ამოხსნა
                          2.მხიარული მათემატიკა
                         3.“შეამოწმე შენი თავი“.


მე-3 დღე
საკითხი: ლოგიკური ამოცანები.
აქტივობები:1.ამოცანების ამოხსნა
                        2.წყვილებში მუშაობა
                        3.მხიარული შეჯიბრი

მე-4 დღე
საკითხი: კომბინაციური ამოცანები.

აქტივობები:1.ამოცანების ამოხსნა
                        2.სავარჯიშო -„ იპოვე, ჩასვი“...
                        3.“გამოცანას მოგახსენებ...“
                       
მე-5 დღე
საკითხი:ალბათობის ამოცანები.
აქტივობები:1.ამოცანების ამოხსნა
                        2.მინი-ლექცია
                        3.“ეს საინტერესოა“
მე-6 დღე
საკითხი: სახალისო ამოცანები .
აქტივობები: 1.ამოცანების ამოხსნა
                         2.შარადების ამოხსნა
                         3.ჯგუფური მუშაობა
მე-7 დღე
საკითხი:თავსატეხი ამოცანები.
აქტივობები:1.ამოცანების ამოხსნა
                        2.სავარჯიშო-„მოისაზრე!“
                        3.მათემატიკური თამაში
მე-8 დღე
საკითხი: ამოცანები მოძრაობაზე.
აქტივობა:1.ამოცანების ამოხსნა
                   2.კონკურსი:“ვინ უკეთ...
                   3.ჯგუფური მუშაობა
მე-9 დღე
საკითხი: ზოგი რამ მათემატიკის ისტორიიდან.
აქტივობები:  1.მათემატიკის განვითარების გზები
                          2.პირველი მათემატიკური ცოდნა
                          3.პირველი მათემატიკოსები
                                                                                                                       
მე-10 დღე
საკითხი:საზაფხულო სკოლის მუშაობის შეჯამება.
აქტივობები:                                                                           1.შთაბეჭდილებების გადმოცემა.
2.მოსწავლეთა და მშობელთა უკუკავშირი(კითხვარების შევსება).
3.დაჯილდოება.

რეფლექსია


                                                         
2018 წლის 24 დეკემბერს მე-4 კლასში ჩავატარე გამჭოლ კომპეტენციებზე (წიგნიერება, მედიაწიგნიერება) ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი.
საგანი: ქართული
თემა:   „დავით ხიზამბარელის ამბავი“(ნ. შატაიძე)
გაკვეთილის მიზანი იყო:   ქართული: მხატვრული ნაწარმოების გაგება-
                                                                         გააზრება,ტექსტში მოცემული
                                                                         ინფორმაციის ამოცნობა და და-
                                                                         ხარისხება, მსჯელობა ნაწარმოებ-
                                                                         ში ასახულ ამბავსა და პერსონა-
                                                                         ჟებზე,ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
                                                                        წიგნიერება:ცოდნის სიღრმისეული გააზრება-
                                                                        განმტკიცება,ინფორმაციის დამუშავებისა
                                                                        და მოსაზრებების გამოთქმის უნარის
                                                                        განვითარება.
                                                                 მედიაწიგნიერება: მულტიმედიური ტექსტების
                                                                 აღქმა-გააზრებით კრიტიკული აზროვნებისა
                                                                  და შეფასების უნარის განვითარება.
                                                                     
 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარება ხელს უწყობს თანამედროვე მსოფლიოში დამკვიდრებული 21-ე საუკუნის უნარების ფლობას.სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლებაში კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედიაწიგნიერება, რომელიც მედიასამყაროში ორიენტირებას, ინფორმაციის გადარჩევა-გაფილტვრას და კრიტიკულ შეფასებას გულისხმობს.აღნიშნული უნარების განვითარებას აუცილებლად დაწყებით საფეხურზე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. სწორედ ამ მოსაზრებამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება.
შევეცადე მიზანი მკაფიო, რეალისტური, ესგ-ით განსაზღვრულ შედეგებზე გათვლილი და გაკვეთილის ტიპის შესაბამისი ყოფილიყო. სხვადასხვა აქტივობები, სტრატეგიები, კლასის ორგანიზების ფორმები,სრულფასოვნად ინსტრუქტირებული მრავალფეროვანი რესურსები ძალიან დამეხმარა მიზნის მიღწევაში.
გაკვეთილი მთლიანად გეგმის მიხედვით წარიმართა ,მოდიფიცირების საჭიროება არ ყოფილა.აზრობრივი რუკის შედგენითა და კითხვა-პასუხით გავააქტიურეთ წინარე  ცოდნა. სიტყვის სალაროზე მუშაობით შევამოწმეთ თემასთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი.პერსონაჟის რუკის შედგენით მოვამზადეთ ნიადაგი მედიარესურსების განხილვაზე გადასასვლელად.
განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა მულტიმედიური ტექსტების დამუშავების პროცესი, რომელმაც ნამდვილად შეუწყო ხელი  მოსწავლეებში წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების უნარების(კვლევითი ჩვევები,ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, დასკვნების გაკეთება...)  თანდათანობით განვითარებას.
გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლეებს ვაძლევდი შესაბამის უკუკავშირს, გამოვიყენე განმავითარებული შეფასება, მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
რეფლექსია-შეჯამების ფაზაზე მოხდა გაკვეთილის შეჯამება და შეფასება.
გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა გაიზიარეს გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარების გამოცდილება და დარწმუნდნენ, რომ მიზნის შესაბამისი აქტივობები და მათი განხორციელებისათვის სწორად შერჩეული სტრატეგიები უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღწევას.ჩემი და ჩემი კოლეგების მიზანია ამ ტიპის გაკვეთილების სისტემატური დანერგვით დავეხმაროთ მოსწავლეებს აქტიურად ჩაერთონ მედიაში და მის კრიტიკულ მომხმარებლებად იქცნენ.
დარწმუნებული ვარ, ასეთი გაკვეთილები ძალიან შეუწყობს ხელს მედიაწიგნიერი ადამიანის ჩამოყალიბებას,რომელიც შეძლებს მედიის შინაარსის კრიტიკულად აღქმას,გააცნობიერებს მედიაპროდუქციის გავლენას საკუთარ თავზე და ენობრივი, ხმოვანი და ვიზუალური საშუალებების გამოყენების უნარების დაუფლებით მოახერხებს მრავალფეროვან მედიასივრცეში ორიენტირებას.
მინდა აღვნიშნო, რომ კარგი იქნება ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ინტერნეტით სარგებლობის საშუალება, რათა მსგავსი აქტივობები სახლშიც  განახორციელონ.
მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილების მომზადებისას ვეცდები ორიენტირება გავაკეთო აგრეთვე სხვა კომპეტენციების(ეკოლოგიური წიგნიერება, სწავლის სწავლა...) განვითარების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელებაზე.
                                                                   ნინო გოგიაშვილი-დ/ კლასების მასწავლებელი.
                                                                    

სამოდელო


            სსიპ  თერჯოლის მუნიციპალიტეტის
 გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლის
 დაწყებითი კლასების მასწავლებლის ნინო გოგიაშვილის მიერ
 მე-4 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული გამჭოლ კომპეტენციებზე (წიგნიერება, მედიაწიგნიერება)ორიენტირებული
                  სამოდელო გაკვეთილის
                                          

მასწავლებელი:                                            ნინო გოგიაშვილი
 საგანი:                                                          ქართული
სწავლების საფეხური/კლასი:                  დაწყებითი საფეხური. მე-4 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:                         8  (სსსმ მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის ტიპი :                                    გამჭოლ კომპეტენციებზე
                                                                        (წიგნიერება, მედიაწიგნიერება)               
                                                                       ორიენტირებული სამოდელო
                                                                        გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა:                                     „დავით ხიზამბარელის ამბავი“(ნ.     
                                                                        შატაიძე)
გაკვეთილის  ხანგრძლივობა:                  45 წთ
გაკვეთილის მიზანი:                                  ქართული: მხატვრული ნაწარმოების გაგება-
                                                                         გააზრება,ტექსტში მოცემული
                                                                         ინფორმაციის ამოცნობა და და-
                                                                         ხარისხება, მსჯელობა ნაწარმოებ-
                                                                         ში ასახულ ამბავსა და პერსონა-
                                                                         ჟებზე,ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
                                                                        წიგნიერება:ცოდნის სიღრმისეული გააზრება-
                                                                        განმტკიცება,ინფორმაციის დამუშავებისა
                                                                        და მოსაზრებების გამოთქმის უნარის
                                                                        განვითარება.
                                                                 მედიაწიგნიერება: მულტიმედიური ტექსტების
                                                                 აღქმა-გააზრებით კრიტიკული აზროვნებისა
                                                                  და შეფასების უნარის განვითარება.
                                                                     

                                                                       
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი  შედეგები:    
 ქართ.დაწყ.4.2 .  მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.                                               ქართ.4.3.   მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის,მასში განხილული საკითხების მიმართ,მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
ქართ.დაწყ.4.9.მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა,ტექსტის თემის  და მასში განხილული  კონკრეტული საკითხების შეფასება.
გამოყენებული  რესურსები: სახელმძღვანელო, სურათები,   სიტყვის სალარო, მასწავლებლის მიერ დამზადებული ელექტრონული რესურსი-სლაიდშოუ, მულტიმედიური ტექსტები, ვიდეომასალა.

შეფასება: მასწავლებლის განმავითარებელი შეფასება, მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.

                              გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს   მ ს ვ ლ ე ლ ო ბ ა :
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, გაკვეთილის თემისა და მიზნისგაცნობა.3წთ.
აქტივობა 1.აზრობრივი რუკის შედგენა. მთელი კლასი.  5  წთ.
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.
აღწერა: მოსწავლეები ასახელებენ  თემასთან დაკავშირებულ ძირითად ტერმინებს და განმარტავენ მათ.

აქტივობა 2. კითხვა-პასუხი.   ინდივიდუალურად,   მთელი კლასი.    5    წთ.
მიზანი: სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის ანალიზი.
აღწერა: მოსწავლეები კითხვებზე პასუხის საშუალებით აანალიზებენ ტექსტს.

აქტივობა 3. ლექსიკონზე მუშაობა.ინდივიდუალურად, მთელი კლასი. 3     წთ.
მიზანი: ლექსიკური მარაგის შემოწმება.
აღწერა: მოსწავლეები მასწავლებლის მიერ შეთავაზებული „სიტყვის სკივრიდან“
რიგრიგობით იღებენ სიტყვებს და განმარტავენ მათ მნიშვნელობას.

აქტივობა 4. პერსონაჟის რუკის შევსება. მთელი კლასი.   6 წთ
მიზანი: მთავარი პერსონაჟების დახასიათება.
აღწერა:მოსწავლეები ავსებენ პერსონაჟის რუკას შესაბამისი თვისებების მიხედვით,გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.

აქტივობა 5.მულტიმედიური ტექსტების დამუშავება. ჯგუფური.  7წთ.
მიზანი: მოძიებული  ტესტების ანალიზის საფუძველზე ახალი ინფორმაციების აღმოჩენის, დამუშავებისა და  მოსაზრების გამოთქმის უნარის განვითარება.
აღწერა: მოსწავლეები ტექსტებიდან ამოიცნობენ თემასთან დაკავშირებულ ახალ ინფორმაციებს.

აქტივობა 6.მულტიმედიური ტექსტის მოსმენა.მთელი კლასი. 5 წთ.
მიზანი: მედიაწიგნიერების უნარების განვითარება.
აღწერა:მოსწავლეები მედიაინფორმაციის მოსმენისა და გაანალიზების საფუძველზე ივსებენ თემასთან დაკავშირებულ ცოდნას, გამოთქვამენ მოსაზრებებს.

აქტივობა7.ვიდეომასალის ჩვენება. მთელი კლასი. 5    წთ.
მიზანი: კავშირის დამყარება  მხატვრულ ფილმის ეპიზოდსა და მასში წარმოდგენილი მოქმედების(ჭიდაობა) პირველწყაროს შორის.
აღწერა:მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ჭიდაობის სცენას მხ. ფილმიდან „ბაში-აჩუკი“.მოსწავლეები გამოთქმული მოსაზრებებით ამყარებენ კავშირს სახელმძღვანელოს ტექსტსა და მედიარესურსში წარმოდგენილ ინფორმაციებს შორის.

გაკვეთილის შეჯამება-შეფასება.    5     წთ.
მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასება განმავითარებელი კომენტარებით,მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.

საშინაო დავალება:შთაბეჭდილებების გადმოცემა ნახატების საშუალებით. 1წთ.


                                                                     24 დეკემბერი, 2018 წელი.