სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების მასწავლებლის ნინო გოგიაშვილის
მიერ
მე-4 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული
გამჭოლ კომპეტენციებზე (წიგნიერება, მედიაწიგნიერება)ორიენტირებული
სამოდელო გაკვეთილის
გ ე გ მ ა
მასწავლებელი:
ნინო გოგიაშვილი
საგანი: ქართული
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური. მე-4 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 8 (სსსმ
მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის ტიპი : გამჭოლ კომპეტენციებზე
(წიგნიერება, მედიაწიგნიერება)
ორიენტირებული სამოდელო
გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა: „დავით ხიზამბარელის
ამბავი“(ნ.
შატაიძე)
გაკვეთილის ხანგრძლივობა:
45 წთ
გაკვეთილის მიზანი: ქართული:
მხატვრული ნაწარმოების გაგება-
გააზრება,ტექსტში მოცემული
ინფორმაციის ამოცნობა და და-
ხარისხება, მსჯელობა ნაწარმოებ-
ში ასახულ ამბავსა და პერსონა-
ჟებზე,ლექსიკური მარაგის
გამდიდრება.
წიგნიერება:ცოდნის სიღრმისეული
გააზრება-
განმტკიცება,ინფორმაციის
დამუშავებისა
და მოსაზრებების გამოთქმის უნარის
განვითარება.
მედიაწიგნიერება: მულტიმედიური ტექსტების
აღქმა-გააზრებით კრიტიკული
აზროვნებისა
და შეფასების უნარის განვითარება.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ.დაწყ.4.2
. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა. ქართ.4.3. მოსწავლემ
უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის,მასში განხილული საკითხების
მიმართ,მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
ქართ.დაწყ.4.9.მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების
გამოხატვა და ახსნა,ტექსტის თემის და მასში
განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
გამოყენებული რესურსები: სახელმძღვანელო, სურათები, სიტყვის სალარო, მასწავლებლის მიერ დამზადებული
ელექტრონული რესურსი-სლაიდშოუ, მულტიმედიური ტექსტები, ვიდეომასალა.
შეფასება: მასწავლებლის განმავითარებელი შეფასება, მოსწავლეთა
თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს მ ს ვ ლ ე ლ ო ბ ა :
საორგანიზაციო საკითხების
მოგვარება, გაკვეთილის თემისა და მიზნისგაცნობა.3წთ.
აქტივობა 1.აზრობრივი რუკის შედგენა. მთელი კლასი. 5 წთ.
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.
აღწერა: მოსწავლეები ასახელებენ თემასთან დაკავშირებულ ძირითად ტერმინებს და განმარტავენ
მათ.
აქტივობა 2. კითხვა-პასუხი.
ინდივიდუალურად, მთელი კლასი. 5 წთ.
მიზანი: სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის ანალიზი.
აღწერა: მოსწავლეები კითხვებზე პასუხის საშუალებით აანალიზებენ
ტექსტს.
აქტივობა 3. ლექსიკონზე მუშაობა.ინდივიდუალურად, მთელი კლასი.
3 წთ.
მიზანი: ლექსიკური მარაგის შემოწმება.
აღწერა: მოსწავლეები მასწავლებლის მიერ შეთავაზებული „სიტყვის
სკივრიდან“
რიგრიგობით იღებენ
სიტყვებს და განმარტავენ მათ მნიშვნელობას.
აქტივობა 4. პერსონაჟის რუკის შევსება. მთელი კლასი. 6 წთ
მიზანი: მთავარი პერსონაჟების დახასიათება.
აღწერა:მოსწავლეები ავსებენ პერსონაჟის რუკას შესაბამისი თვისებების
მიხედვით,გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
აქტივობა 5.მულტიმედიური ტექსტების დამუშავება. ჯგუფური. 7წთ.
მიზანი: მოძიებული
ტესტების ანალიზის საფუძველზე ახალი ინფორმაციების აღმოჩენის, დამუშავებისა
და მოსაზრების გამოთქმის უნარის განვითარება.
აღწერა: მოსწავლეები ტექსტებიდან ამოიცნობენ თემასთან დაკავშირებულ
ახალ ინფორმაციებს.
აქტივობა 6.მულტიმედიური ტექსტის მოსმენა.მთელი კლასი. 5 წთ.
მიზანი: მედიაწიგნიერების უნარების განვითარება.
აღწერა:მოსწავლეები მედიაინფორმაციის მოსმენისა და გაანალიზების
საფუძველზე ივსებენ თემასთან დაკავშირებულ ცოდნას, გამოთქვამენ მოსაზრებებს.
აქტივობა7.ვიდეომასალის ჩვენება. მთელი კლასი. 5 წთ.
მიზანი: კავშირის დამყარება მხატვრულ ფილმის ეპიზოდსა და მასში წარმოდგენილი
მოქმედების(ჭიდაობა) პირველწყაროს შორის.
აღწერა:მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ჭიდაობის სცენას
მხ. ფილმიდან „ბაში-აჩუკი“.მოსწავლეები გამოთქმული მოსაზრებებით ამყარებენ კავშირს
სახელმძღვანელოს ტექსტსა და მედიარესურსში წარმოდგენილ ინფორმაციებს შორის.
გაკვეთილის შეჯამება-შეფასება. 5 წთ.
მასწავლებლის მიერ
მოსწავლეთა შეფასება განმავითარებელი კომენტარებით,მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
საშინაო დავალება:შთაბეჭდილებების გადმოცემა ნახატების საშუალებით.
1წთ.
24 დეკემბერი, 2018 წელი.
No comments:
Post a Comment