რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2018 წლის 24 დეკემბერს
მე-4 კლასში ჩავატარე გამჭოლ კომპეტენციებზე (წიგნიერება, მედიაწიგნიერება) ორიენტირებული
სამოდელო გაკვეთილი.
საგანი: ქართული
თემა: „დავით ხიზამბარელის ამბავი“(ნ. შატაიძე)
გაკვეთილის მიზანი
იყო: ქართული: მხატვრული ნაწარმოების
გაგება-
გააზრება,ტექსტში მოცემული
ინფორმაციის ამოცნობა და და-
ხარისხება, მსჯელობა ნაწარმოებ-
ში ასახულ ამბავსა და პერსონა-
ჟებზე,ლექსიკური
მარაგის გამდიდრება.
წიგნიერება:ცოდნის სიღრმისეული
გააზრება-
განმტკიცება,ინფორმაციის დამუშავებისა
და მოსაზრებების გამოთქმის უნარის
განვითარება.
მედიაწიგნიერება: მულტიმედიური ტექსტების
აღქმა-გააზრებით კრიტიკული აზროვნებისა
და შეფასების უნარის განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული
გამჭოლი კომპეტენციების განვითარება ხელს უწყობს თანამედროვე მსოფლიოში დამკვიდრებული
21-ე საუკუნის უნარების ფლობას.სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლებაში კი მნიშვნელოვან
როლს ასრულებს მედიაწიგნიერება, რომელიც მედიასამყაროში ორიენტირებას, ინფორმაციის
გადარჩევა-გაფილტვრას და კრიტიკულ შეფასებას გულისხმობს.აღნიშნული უნარების განვითარებას
აუცილებლად დაწყებით საფეხურზე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. სწორედ ამ მოსაზრებამ განაპირობა
შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება.
შევეცადე მიზანი მკაფიო,
რეალისტური, ესგ-ით განსაზღვრულ შედეგებზე გათვლილი და გაკვეთილის ტიპის შესაბამისი
ყოფილიყო. სხვადასხვა აქტივობები, სტრატეგიები, კლასის ორგანიზების ფორმები,სრულფასოვნად
ინსტრუქტირებული მრავალფეროვანი რესურსები ძალიან დამეხმარა მიზნის მიღწევაში.
გაკვეთილი მთლიანად
გეგმის მიხედვით წარიმართა ,მოდიფიცირების საჭიროება არ ყოფილა.აზრობრივი რუკის შედგენითა
და კითხვა-პასუხით გავააქტიურეთ წინარე ცოდნა.
სიტყვის სალაროზე მუშაობით შევამოწმეთ თემასთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი.პერსონაჟის
რუკის შედგენით მოვამზადეთ ნიადაგი მედიარესურსების განხილვაზე გადასასვლელად.
განსაკუთრებით საინტერესოდ
წარიმართა მულტიმედიური ტექსტების დამუშავების პროცესი, რომელმაც ნამდვილად შეუწყო
ხელი მოსწავლეებში წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების
უნარების(კვლევითი ჩვევები,ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, დასკვნების გაკეთება...) თანდათანობით განვითარებას.
გაკვეთილის მსვლელობის
დროს მოსწავლეებს ვაძლევდი შესაბამის უკუკავშირს, გამოვიყენე განმავითარებული შეფასება,
მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
რეფლექსია-შეჯამების
ფაზაზე მოხდა გაკვეთილის შეჯამება და შეფასება.
გაკვეთილზე დამსწრე
კოლეგებმა გაიზიარეს გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარების გამოცდილება
და დარწმუნდნენ, რომ მიზნის შესაბამისი აქტივობები და მათი განხორციელებისათვის სწორად
შერჩეული სტრატეგიები უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღწევას.ჩემი და ჩემი კოლეგების
მიზანია ამ ტიპის გაკვეთილების სისტემატური დანერგვით დავეხმაროთ მოსწავლეებს აქტიურად
ჩაერთონ მედიაში და მის კრიტიკულ მომხმარებლებად იქცნენ.
დარწმუნებული ვარ,
ასეთი გაკვეთილები ძალიან შეუწყობს ხელს მედიაწიგნიერი ადამიანის ჩამოყალიბებას,რომელიც
შეძლებს მედიის შინაარსის კრიტიკულად აღქმას,გააცნობიერებს მედიაპროდუქციის გავლენას
საკუთარ თავზე და ენობრივი, ხმოვანი და ვიზუალური საშუალებების გამოყენების უნარების
დაუფლებით მოახერხებს მრავალფეროვან მედიასივრცეში ორიენტირებას.
მინდა აღვნიშნო, რომ
კარგი იქნება ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ინტერნეტით სარგებლობის საშუალება, რათა მსგავსი
აქტივობები სახლშიც განახორციელონ.
მომავალში მსგავსი
ტიპის გაკვეთილების მომზადებისას ვეცდები ორიენტირება გავაკეთო აგრეთვე სხვა კომპეტენციების(ეკოლოგიური
წიგნიერება, სწავლის სწავლა...) განვითარების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელებაზე.
ნინო გოგიაშვილი-დ/ კლასების მასწავლებელი.
No comments:
Post a Comment