რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
ჩემ მიერ შექმნილი
რესურსი „იღბლიანი მეთევზე“ ვიზუალურად ქმნის თევზების საარსებო გარემოს ასოციაციას-გაფორმებულია
წყლის ბინადართა გამოსახულებებით. მასში მოთავსებულია მუყაოსაგან გამოჭრილი „თევზები“,
რომელთაც თვალებად ჩასმული აქვთ თუნუქის წერტილები, მეორე მხრიდან მიწებებულ პატარა
ჯიბაკებში კი დევს დავალებები:კითხვები,რებუსი, კროსვორდი ,სიტყვა და სხვა. რესურსს
თან ახლავს „ანკესი-მაგნიტი“.
მოსწავლე „ უშვებს წყალში ანკესს, იჭერს თევზს“,იღებს დავალების ფურცელს
და ასრულებს შესაბამის დავალებას.მასწავლებელი ჯიბაკში დებს ახალ დავალებას და თევზს
აბრუნებს წყალში. იღბლიანია ის „მეთევზე“,რომელიც ყველაზე მეტ დავალებას შეასრულებს
უშეცდომოდ.
მცირე მოდიფიკაციის
შემთხვევაში შეიძლება რესურსის გამოყენება
დაწყებით კლასებში სხვადასხვა საგანში (ქართული, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება, მუსიკა....).
რესურსის რეფლექსია
სწავლების
პირველივე საფეხურზე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ იმახსოვრებს მოსწავლე შეძენილ ცოდნას და როგორ იყენებს მას საჭირო შემთხვევაში.სწორედ
ამ საკითხის გარკვევის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება არის ჩემთვის რესურსი „იღბლიანი მეთევზე“.
ვფიქრობ, რესურსი ვიზუალურად და შინაარსობრივად
გამართულია, ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინტერესებს და საჭიროებებს, მჭიდროდ არის
დაკავშირებული საგაკვეთილო პროცესთან, შეესაბამება სასწავლო მიზნებს.
რესურსი არის ინტერაქტიური, მას ვიყენებ თამაშის
სახით, რადგან გამიზნული ასაკობრივი ჯგუფისთვის (დ/კლასები) სწავლებაში თამაშის ელემენტების
ჩართვა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს უწყობს მათ მაქსიმალურ ჩართულობას, უფრო
სახალისოს ხდის სამუშაო პროცესს.
რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას.
კერძოდ,ეხმარება სააზროვნო, ლოგიკური,დასკვნების გამოტანის, საკუთარი აზრის გამოხატვის,
თვითშეფასებისა და სხვა უნარების გამომუშავებაში. შესაძლებელია რესურსის გამოყენება
სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად. ის ეხმარება მასწავლებელსაც და მოსწავლესაც როგორც
წარმატებისა და ხარვეზის გამოვლენაში, ასევე პრობლემის მოგვარების გზების
დასახვაში.
(რესურსის ამსახველი
ფოტომასალა თან ახლავს)
No comments:
Post a Comment